პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ამ პროცესს უწყობს ხელს და პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მიხელ სააკაშვილს, რომელიც ქმნის აურზაურს და მთელი ქვეყანა დაძაბა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს ჩვენ ვაპირებთ მე-18 დაწესებულებაში შესვლას და ველოდებით თანხმობას. ვიდრე ჩვენ იქ შევალთ, იქ არის ექიმთა ჯგუფი და არის ყველა რესურსი, რომ მას გაუწიონ მომსახურება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ერთი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.