“მაგნიტსკის სიაში“ პირველი უნდა იყოს თავად სააკაშვილი, რადგან დადასტურებულია, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება მან დაიწყო, – აცხადებს “ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
“ვინმე თუ აპირებს “მაგნიტსკის სიის“ შედგენას, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ, ამ სიის შედგენას.
თუ დადასტურებამდე აპირებენ ასეთი სიის შედგენას, ვფიქრობ, ამ სიაში პირველი უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან თავისი ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რაც დადასტურებულია. ასევე, ერთ-ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ სიაში პირველი უნდა იყოს თვითონ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.