spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიმიტრი მედვედევი – მაგრად ჩაკეტონ კარები, თავად არ აღმოჩნდნენ გასაცვლელ პირებს შორის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას და მის უკრაინელ სამხედროებზე გაცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება.

 

“ცალკეული პირები, რომლებიც საკუთარ თავს „უკრაინის ხელისუფლებას“ უწოდებენ, აცხადებენ, რომ მათ სურთ მტკიცებულებების მოპოვება ვიქტორ მედვედჩუკისგან, შემდეგ „სწრაფად და სამართლიანად“ გასამართლება და შემდეგ პატიმრებში გაცვლა. 

 

ყურადღებით უნდა მიმოიხედონ გარშემო და მაგრად ჩაკეტონ კარები ღამით, რათა თავად არ აღმოჩნდნენ გასაცვლელ პირებს შორის“, – აცხადებს მედვედევი.

 

მედვედჩუკი გუშინ დააკავეს. ზელენსკი რუსეთს მის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. 

 

“ის, რომ მედვედჩუკმა სამხედრო ფორმა ჩაიცვა, ნიშნავს, რომ ომის წესებს ექვემდებარება. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ვთავაზობ მის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენმა სამართალდამცავებმა და სამხედროებმაც განიხილონ”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები