spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი მედვედევი – რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება, 4 შემთხვევაში გამოიყენოს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება ოთხ შემთხვევაში შეუძლია.

 

მედვედევის თქმით, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როდესაც მის ტერიტორიაზე ატომური იარაღის გამოყენებით დარტყამა განხორციელდება.

 

ასევე რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში.

 

მესამე შემთხვევა არის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალები პარალიზდება.

 

მეოთხე – რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები