spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიმიტრი მჭედლიშვილი – ვერ შევთანხმდით პირობებზე და ჩამოვცილდი საქმეს

ვერ შევთანხმდით პირობებზე, ჩამოვცილდი საქმეს და მას შემდეგ ჩვენ შორის კომუნიკაცია აღარ არის, – ამის შესახებ სოსო გოგაშვილის ყოფილმა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.

 

“ხელშეკრულების მეოთხე პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ანაზღაურების წესსა და პირობებზე შევთანხმდებოდით მოგვიანებით. ამის შემდეგ შევედი ციხეში, ეს იყო გაცნობითი ხასიათის, ვერ შევთანხმდით პირობებზე, ჩამოვცილდი საქმეს და მას შემდეგ ჩვენ შორის კომუნიკაცია აღარ არის. რატომ და რისთვის სჭირდება ეს, ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მესმის, რომ ის ახლა ყველა საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს.

 

ვახტანგ გომელაურთან არანაირი არათუ პირადი, ირიბი ნაცნობობაც არ მაკავშირებს“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები