spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ დარტყმას განიცდის

რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ დარტყმას განიცდის დასავლეთის ახალი სანქციების გამო, მაგრამ ჩვენ ფეხზე დავდგებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

 

სანქციების ფონზე რუსეთში შემოღებულ სპეციალურ ზომებთან დაკავშირებით პესკოვმა განაცხადა, რომ ეს განპირობებულია “მტრული ხასიათის გარკვეული ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ რუსეთის ეკონომიკის მთლიანობა“.

 

პესკოვის თქმით, ეს არამეგობრული ზომები უპრეცედენტო ხასიათისაა და ამ პირობებში რუსეთმა უნდა იმოქმედოს მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები