არ გვაქვს ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მოუწევს პოლიტიკური წნეხის პირობებში გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები საბოლოო სიტყვით წარსდგებიან. დღესვე გახდება ცნობილი როდის გამოცხადდება განაჩენი.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები წარვსდგებით რეპლიკებით და ასევე მოვისმენთ საბოლოო სიტყვას, მათ შორის ნიკა გვარამიას საბოლოო სიტყვას. ამით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდება. იმდენად აშკარაა ამ საქმის სიყალბე და ის, რომ რეალურად არანაირი სამართლებრივი საფუძველი ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის, არ არსებობს, ცხადია, პოლიტიკური წნეხის არარსებობის პირობებში სასამართლო მიიღებდა გამამართლებელ განაჩენს, თუმცა არ გვაქვს იმის ილუზია, რომ პირველი ინსტანციის მსგავსად სააპელაციო სასამართლოს არ მოუწევს პოლიტიკური წწნეხის პირობებში გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა დღეს სასამართლო სხდომა 15.00 საათზე დაიწყება.