გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს ეხმიანება.
მისივე თქმით, კადრებში ნათლად ჩანს როგორც ცდილობს პენიტენციური სამსახური, ღირსება შეულახოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.
“გავრცელებული კადრებიდან, როგორ მე-12 დაწესებულებაში გავრცელებული კადრები, ისე დღევანდელი, ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით, კერძოდ, უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო საავადმყოფოში და ამაზე პრეტენზია არ ჰქონია. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, რომელზეც არაერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული, რომ მისთვის იყო ეს მიუღებელი, ვნახეთ, მისი წინააღმდეგობა ბუნებრივია.
გავრცელებულ კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება, თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას მე-18 დაწესებულებაში”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.