spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიმიტრი საძაგლიშვილი – ხელისუფლება ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეებს

მიხეილ სააკაშვილების ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტების შეშვებას ეხებოდა, სასამართლომ კვლავ უპასუხოდ დატოვა. თბილისის საქალაქო მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება 16 მაისისათვის  გადადო.  ამის მიზეზად კი მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებისათვის დამატებითი კითხვებით მიმართვის საჭიროება დაასახელა. 

 

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღეს  კიდევ ერთხელ ცხადი  გახდა, რომ  მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მოსამართლეები არ იღებენ.  

 

“48 საათში უნდა მიეღო გადაწყვეტილება ჩვენს შუამდგომლობაზე, მოეხსენება ალბათ, სასამართლოს რომ 11 მაისიდან 16 მაისამდე 48 საათზე გაცილებით მეტი დროა, ამის მიუხედავად, ნინო ჩახნაშვილმა გვითხრა, რომ ის არ არის შეზღუდული რაიმე დროით, თუმცა რის საფუძველზე,  ამის განმარტება ვერ მოგვცა. ცხადია ის კანონს არღვევს, საკუთარ იმიჯს და ავტორიტეტსაც არ უფრთხილდება. ხელისუფლება ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეებს, ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლეები არ იღებენ გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.   

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტთან ექსპერტების შეშვების შესახებ შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო სასამართლო პროცესზე დააყენეს.  სხდომაზე თავისი პოზიცია დაასაბუთა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმაც. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს  მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ  საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები