spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიმიტრი საძაგლიშვილი – ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევითაა დაკავებული

სახელმწიფო ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევითაა დაკავებული  ნაცვლად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზრუნავდეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ელოდებიან ყველა იმ დასკვნას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის ფაქტებს დაადასტურებს. 

 

“ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სამართლებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, იმაზე თუ როგორ უნდა მოვახდინოთ სისტემის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევებზე. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის  უფლებები მისი დაკავების დღიდან ირღვევა და დაირღვა არაერთხელ. ბუნებრივია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევითაა დაკავებული იმის ნაცვლად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზრუნავდეს. 

 

ასევე ჩვენ ვიხილეთ ვიდეო მტკიცებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, წარმატებით დასრულდება გამოძიება. ასეთი ტიპის დოკუმენტებს, ცხადია მაღალი სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.  

 

როგორც ცნობილია ცენტრი “ემპათია” მიხეილ სააკაშილის უფლებების დარღვევასთნ დაკაშირებით ვრცელი დასკვნის გამოქვეყნებისთვის ემზადება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება. 

 

რაც შეეხება სახალხო დამცველის დასკვნას, ის დღეს გასაჯაროვდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები