spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიმიტრი საძაგლიშვილი – მიხეილ სააკაშვილს დღეს PCR ტესტი აუღეს

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღეს დილით PCR ტესტი აუღეს.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთთან საუბარისას განაცხადა, რომ არაერთხელ ჰქონდა კონტაქტი მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. 

 

“ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ნომერ მე-18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ველოდებით ტესტის პასუხს”,  – განაცხადა საძაგლიშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.

 

ამასთან,  ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

 

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევა. დღეს რამდენჯერმე იყვნენ მასთან ოთახში, იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, თუ რაში იყო საქმე.

 

დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას, ასევე პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობის შესვლაც, არის მისი მოთხოვნა”, – განაცხადა ადვოკატმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები