spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიმიტრი საძაგლიშვილი – მოგვეცეს მიხეილ სააკაშვილთან ისეთი კომუნიკაციის საშუალება, რომ სუს-მა არ მოგვისმინის

მოგვეცეს მიხეილ სააკაშვილთან ისეთი კომუნიკაციის საშუალება,  რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოგვისმინის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. 

 

ის რუსთავის #12 დაწებულების უფროსს ზურაბ  მოდებაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ კანონდარღვევის გამო პასუხისმგებლობა უშუალოდ მას დაეკისრება. 

 

“მინდა მოვუწოდო საჯაროდ #12 დაწესებულების დირექტორს ზურაბ  მოდებაძეს, რომ მოგვცეს საშუალება მიხეილ სააკაშვილთან ისეთი კომუნიკაციის,  რომელიც იძლევა შესაძლებლობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინის  ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. 

 

სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენს შეხვედრების ოთხში, მიზეზად მოიყვანეს კოვიდპანდემია, თუმცა გაგიკვირდებათ და ბოლოში ეს ბარიერი არის ბადისგან დამზადებული. 

 

ეს ბარიერი იქნა სპეციალურად შემუშავებული, რომ ჩვენ არ გვქონდეს ნორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ბუნებრივია, კანონდარღვევაა და ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ზურაბ მოდებაძეს”, – აცხადებს საძაგლიშვილი.

 

ის ასევე საადვოკატო საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტზე რეაგირებისათვის ადვოკატთა ასოციაციას მოუწოდებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები