spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიმიტრი საძაგლიშვილი – მოვითხოვთ, მოგვეცეს მიხეილ სააკაშვილთან კანონით დადგენილი წესით კომუნიკაციის შესაძლებლობა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა. 

 

როგორც ადვოკატმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს ამ დრომდე არ უშვებენ, რაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

 

“დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს და ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების. არანაირი წვდომა არ გვაქვს ინფორმაციაზე, ვინ ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და საერთოდ რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის არ დაშვება მასთან, ბუნებრივია, აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს და პრინციპში, კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისთვის იმ სამედიცინო სერვისების გაწევა, რაც აუცილებელია და ეს აუცილებლობა დადასტურებულია ორი კონსილიუმის დასკვნებით.

 

ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ მასთან პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვითხოვეთ, რომ ეს შეზღუდვები მოხსნილიყო, თუმცა დღემდე, ნომერ 12-ე დაწესებულება და მისი დირექტორი არაფერს აკეთებს, რომ ეს უკანონო ბარიერი რაც ჩვენსაც და მიხეილ სააკაშვილს შორის არის აღმართული, გაუქმდეს. მოვითხოვთ კიდევ ერთხელ, მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს, ნებისმიერ დაწესებულებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები