spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი საძაგლიშვილი – თავად მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, რომ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები

ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულეს.

 

მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა მიეცა მის დედას,  გიული ალასანიასაც. 

 

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით,  ექსპრეზიდენტს გარკვეული კვლევები ჩაუტარდა.  

 

“ვიცით, რომ აუღეს გარკვეული ანალიზები, მაგრამ კონკრეტულად რა კვლევები ჩაუტარდა ამაზე მედიკოსებიდან უნდა მოხდეს ინფორმირება.  თავად მიხეილ სააკაშვილმა გვითხრა, რომ  მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები. მასთან კომუნიკაციის საშუალება გვეძლევა ჩვენ,  ადვოკატებს და ეძლევათ ოჯახის წევრებს.  იმედია,  ეს სიტუაცია არ შეიცვლება და პენიტენციური სამსახური ხელოვნურ დაბრკოლებებს არ შეგვიქმნის“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები