spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი საძაგლიშვილი – თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა არ მიანიჭებს მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა არ მიანიჭებს მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მერე არ უნდა გავასაჩივროთ უკანონო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა  დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის ციხეში შესვლამდე განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე საქმის გამოძიების საკითხზე ისაუბრებს. 

 

“ჩვენ ვისაუბრებთ იმ გამოძოებაზე, რომელიც მიმდინარეობს სხელმწიფო ინსპოექტორის სამსახურში და რომლის გამოც გააუქმეს საერთოდ ეს სამსახური. ჩვენ მოვითხოვეთ დაზარალებულის სტატუსი პროკურატურისაგან და  არსებობს  კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა ამ სტატუსის მოსანიჭებლად. ეს მოგვემს შესაძლებლობას გავეცნოთ საქმის მასალებს. 

 

მართალია, ჩვენ არ გვჯერა პროკურატურის ან სასამართლოს დამოუკიდებლობის და არ ვცხოვრობთ  ილუზიებში. ერთადერთი ორგანო, რომელმაც გამოავლინა კანონის ერთგულება და არა ბიძინა ივანიშვილისადმი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2 დღეში გააუქმეს და ცხადია, იგივეს ვერავინ ვეღარ გაბედავს”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

 

ადვოკატებმა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, 18 იანვარს მიმართეს. პროკურატურისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა დღეს იწურება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები