ადრე დავწერე, რომ აქციებზე ვინც დადის, ფულს იღებს და საქართველოს 20-50 ლარად ყიდის-თქო. დღეს იქ მყოფების 95% ნაყიდია! მტკიცებულებაც სახეზეა! ეს მხოლოდ დასაწყისია! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
“USAID-ის და NED-ის მავნებლობები გამოაშკარავდება და მოსყიდული ვითომ პატრიოტი ქართველების სიაც მალე დაიდება! ყველა ნახავს უსამშობლოების ფასი რა არის და რამდენადაა შეფასებული საქართველოს ღალატი! მასკის ჯგუფი უკვე მუშაობს კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირებაზე! ვამბობდი და ვიმეორებ, სიმართლეს ვერ მოერევით! ხომ ხართ გატრუნულები, შეშინებულები და პანიკით ელოდებით, რომ თქვენს სახელებს დაასახელებენ, როგორც ომის დამწყებებს და სამშობლოს, ეკლესიის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამყიდველებს? გეშინოდეთ პოლიტიკურო “პრასტიტუტკებო”. მალე”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.