spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი ცქიტიშვილი – განწყობები კი არ შეტრიალდა, არამედ ამ სპორტსმენების მიმართაც დაზიანდა

როგორც წესი, ეს გამოიყენება ხოლმე პიარტექნოლოგიების თვალსაზრისით, რომ საყოველთაო სიყვარულის მქონე ადამიანები ჩასვან სიაში იმისათვის, რომ განწყობები შეატრიალონ, მაგრამ განწყობები კი არ შეტრიალდა, არამედ ამ სპორტსმენების მიმართაც დაზიანდა განწყობები ქვეყანაში, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესული ფორუმის” თავმჯდომარემ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო მძლავრი მექანიზმი აამოქმედა “ქართულმა ოცნებამ” იმისათვის, რომ თავი გადაირჩინოს.

“როდესაც ის ფორმალურად მიდიოდა პოლიტიკიდან, თქვა, რომ ის დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუკი უკიდურესად გაუჭირდება და ახლა მის გამოჩენას ამ სიტყვების მერე რამდენად აქვს აზრი, რამდენად შეცვლის ვითარებას, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ დიდად არ შეცვლის, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლო მძლავრი მექანიზმი აამოქმედა “ქართულმა ოცნებამ” იმისათვის, რომ თავი გადაირჩინოს.

არავის არ წარმოუდგენია და ალბათ, არც თვითონ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პარლამენტში დეპუტატი, კანონშემოქმედებაში იყოს ან უმრავლესობის ლიდერი. მას ეს საქმიანობა არ ახასიათებს და ის ცდილობს, რომ გაქაჩოს, როგორც ლოკომოტივმა, პარტია.

როგორც წესი, ეს გამოიყენება ხოლმე პიარტექნოლოგიების თვალსაზრისით, რომ საყოველთაო სიყვარულის მქონე ადამიანები ჩასვან სიაში იმისათვის, რომ განწყობები შეატრიალონ, მაგრამ განწყობები კი არ შეტრიალდა, არამედ ამ სპორტსმენების მიმართაც დაზიანდა განწყობები ქვეყანაში”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები