spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი ცქიტიშვილი – საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასეთი მკაცრი არასდროს ყოფილა

პრეზიდენტი ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ორგანოა, მისი სიტყვა განაპირობებს, როგორი იქნება თანამეგობრობის აღქმა და მისი მკაცრი განცხადებები ქმნის უმნიშვნელოვანეს სურათს, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ ეს არჩევნები არ აღიარა, ეს დაადასტურა გუშინდელმა აქციამაც, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასეთი მკაცრი არასდროს ყოფილა.

“სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყველაზე ცუდი გზა აირჩია მათთვის და სახელმწიფოსთვის და ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა, მე მაინც ვუშვებდი იმ ფაქტს, რომ გონიერება გაიღვიძებდა მათში და მშვიდობიანი გადაბარების გზას დაადგებოდნენ. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ძალაუფლების უზურპაცია, რომელიც, პრაქტიკულად, გვაგდებს არა განვითარებადი დემოკრატიის, არამედ არადემოკრატიული ქვეყნების რიცხვში. არავინ აღიარებს არ არჩევნებს. პრეზიდენტი ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ორგანოა, მისი სიტყვა განაპირობებს, როგორი იქნება თანამეგობრობის აღქმა და მისი მკაცრი განცხადებები ქმნის უმნიშვნელოვანეს სურათს, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ ეს არჩევნები არ აღიარა, ეს დაადასტურა გუშინდელმა აქციამაც.

ჩვენ ვხედავთ, რომ გუშინდელი დღე იყო ძალიან მძიმე და მივიღეთ მძიმე კომენტარები, როგორიც იყო შვედეთის მხრიდან მთავრობასთან თანამშრომლობის შეწყვეტა. პრაქტიკულად, ეს მთავრობა ხდება საერთაშორისო სისტემაში სრულიად აღიარების გარეშე და თავისი თავი წაიყვანა სრულ იზოლაციისკენ. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დასავლურ საზოგადოების შეფასება ამ არჩევნების და ეს ემთხვევა იმ შეფასებებს, რაც გააკეთეს პოლიტიკურმა პარტიებმა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ასეთი მკაცრი არასდროს ყოფილა. ჩვენ რაც გვრჩება, არის ის, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან მივაღწიოთ იმას, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს და მარყუჟი შევიწროვდეს ხელისუფლების კისერზე”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები