spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიტო სამხარაძე – ეს ნაძირალები შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სუპერმარკეტ „გორგიას“ მიერ აირწინაღების შეძენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განთავსებულ შეთავაზებას ეხმიანება.

 

“ვავსებთ მარაგებს და გელოდებით უახლოეს საათებში. P.s. ვაკის ფილიალშიც გვექნება. დიდუბის ფილიალი.  Axis Towers-ის 1 სართულზე“, – აღნიშნულია “გორგიას“ ფეისბუქ გვერდზე, რაზეც დიტო სამხარაძე აღნიშნავს, რომ ამით ისინი შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ.

 

“ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ!! ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო!! ეს პრასტიტუტკები“, – წერს დიტო სამხარაძე Facebook-ზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები