spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დიცში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიცში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება ჭაბურღილი, ქსელი, რეზერვუარები, მოეწყობა სანიტარიული ღობე, საქლორატორო და მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 500-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გარდა დიცისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია დაგეგმილია კიდევ 7 სოფელში – ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, ქვემო არცევში, აძვში, კოშკასა და ქვეშში

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები