დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არქეოლოგიური ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა ნახეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.