spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის გიორგი ტატუაშვილისა და პარლამენტის დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დანით დაჭრეს.

 

“სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, “ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი დავით დაუთაშვილი. 

 

ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს – ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები