უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.
კულება წერს, რომ თუ 48 საათში ელექტროენერგია არ აღდგება, გაითიშება გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს ქმნის.
“სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს. შემდეგ გაითიშება დახარჯული ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს მაქსიმალურად გაზრდის. რუსეთის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინმა ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.
<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”uk” dir=”ltr”>Резервні дизель-генератори забезпечать живлення ЧАЕС та її об’єктів протягом 48 годин. Потім відключиться система охолодження сховища відпрацьованого ядерного палива, що загрожуватиме витоком радіації. Варварська війна РФ загрожує всій Європі. Путін має зупинити її негайно! 2/2</p>— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) <a href=”https://twitter.com/DmytroKuleba/status/1501531899914825731?ref_src=twsrc%5Etfw”>March 9, 2022</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>