უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ მან ანტალიაში რუსეთის საგარეო საქმესთან მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სერგეი ლავროვმა ქალაქ მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის პირობაც ვერ დადო.
“სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ აიღო აღნიშნული ვალდებულება საკუთარ თავზე, მაგრამ იგი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე. ჩვენ ასევე წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები. ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, სხვები იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთში ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, მზად არის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს იგივე ფორმატში შეხვდნენ.
“მზად ვარ გავაგრძელო ეს ჩართულობა უკრაინაში ომის დასრულების, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესაჩერებლად და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან განთავისუფლების მიზნით”, – აღნიშნა კულებამ.