DMO Imeret-ს მარიამ დევიძე უხელმძღვანელებს, ის ამ პოზიციაზე ტატო ლილუაშვილს შეცვლის, რომელმაც ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში გადაინაცვლა.
მარიამ დევიძე ამ დრომდეც DMO Imeret-ში მუშაობდა.
რაც შეეხება ტატო ლილუაშვილს, ის გუშინ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, თუმცა ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად რჩება.