spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

“მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“, – განაცხადა ტრამპმა.

ფიცის დადების ცერემონია, კაპიტოლიუმის კიბეების ნაცვლად, დღეს კაპიტოლიუმის როტონდაში იმართება. ამის მიზეზი ვაშინგტონში ძლიერი ყინვაა.

ტრამპის ინაუგურაციას 2 600-მდე ადამიანი ესწრება.

კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია უკანასკნელად 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები