spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს გამოემშვიდობა და ვაშინგტონი დატოვა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრი სახლის რეზიდენცია უკვე დატოვეს.

ტრამპები მერილენდში, ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც სამხედრო პატივის მიგებით, გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება. ამის შემდეგ უკვე ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაემგზავრება.

თვითმფრინავში ასვლამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს იყო 4 საოცარი წელი“ და ყველაფრისთვის ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ძალღონე არ დავიშურეთ. თქვენს პრეზიდენტად ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია იყო“, – განუცხადა მან მხარდამჭერებს. 

ტრამპმა ახალ ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა, თუმცა განაცხადა, რომ „ამა თუ იმ ფორმით დაბრუნდებოდა“.

დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 150-წლიან ტრადიციას არღვევს და მომდევნო პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.
 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები