კიევი: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობასადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიწვევისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ, ტრამპის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება, რომელიც 28-29 ივნისს იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართება.