spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დონეცკის ოლქში ორი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი უკრაინელი პილოტი დაიღუპა

29 აგვისტოს, დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით ორი სამხედრო ავიაციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა იგორ სიკორსკის სახელობის მე-18 ცალკეული არმიის საავიაციო ბრიგადის ექვსი პილოტი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

ბრიგადის წარმომადგენლის ევგენი რაკიტას განცხადებით, ყველა დაღუპულს ოფიცრის წოდება ჰქონდა.

 

ცნობილია, რომ კატასტროფა საბრძოლო დავალების შესრულების დროს მოხდა. რაკიტამ დასძინა, რომ ჯარისკაცების ვინაობა და მათი გარდაცვალების გარემოებები უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება.

 

დაღუპულ ჯარისკაცებს პოლტავაში დაემშვიდობებიან. პანაშვიდი 1 სექტემბერს გაიმართება. 

 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები