კიევი: “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება დონეცკში, რესტორან “სეპარში” მოხდა.
აფეთქების შედეგად ზახარჩენკო მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
დაჭრილია ე.წ. მინისტრი ტიმოფეევი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია