მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრების უფლებას, – ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, 5 დღეა ქართველების ევროპული მისწრაფებებისთვის ბრძოლა ჩანს.
“ბოლო 5 დღეა, ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ. მოლდოვა სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს”, – წერს დორინ რეჩანი.