spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

DRI საზოგადოებას სთავაზობს, აქციაზე დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს თავდებში ჩაუდგნენ

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საზოგადოებას სთავაზობს, აქციაზე დაკავებულ საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს თავდებში ჩაუდგნენ.

 

“ბრალდების არსიდან, ბრალდებულების ასაკიდან, პიროვნებიდან და მოსალოდნელი უსამართლო სასჯელიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ორი ახალგაზრდის მხარდაჭერის სურვილი. შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს.

 

მხარდაჭერის დაფიქსირების შემთხვევაში მობრძანდით, 10:30-17:30 საათამდე, მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 14 ბ, II სადარბაზო, მესამე სართული”, – წერს DRI.

 

ორგანიზაციის ცნობით, 400-ლარიანი ზიანი, რაზეც სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარე მუდმივად აპელირებდა, უკვე აანაზღაურეს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო, მათ შორის, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი პროცესი 30 ივლისს ჩაინიშნა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები