spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“დროა” – ღარიბაშვილის განცხადება არის პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტის წინ, გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმზე გაიმეორა პირადად პუტინის გზავნილი და უკრაინის ომი დააბრალა ნატოს გაფართოებასა და უკრაინის სურვილს, გახდეს ნატოს წევრი, – ამის შესახებ “დროას” განცხადებაშია აღნიშნული.

 

“ეს განცხადება არის პირდაპირ კრემლის გზავნილი, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დეკლარირება იმისა, რომ “ქართული ოცნება” ემსახურება კრემლის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, აკეთებს ამ ქვეყნის მტრის საქმეს. 

 

ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელებაა – დაუპირისპირდეს ყველა დასავლელ პარტნიორს, მოკავშირეს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერს, მოაქციოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში, დატოვოს რუსეთთან მარტო და ამით გაანადგუროს სახელმწიფოებრიობა. 

 

“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს მეტ იზოლაციას დასავლეთისგან და მეტ დაახლოებას მტერთან – რუსეთთან. შესაბამისად, ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის პასუხი ხელისუფლებისთვის, რომელიც ატარებს მტრის და არა ხალხის ინტერესს, იქნება ერთადერთი – არა რუსულ მთავრობას!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები