spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“დროა, ფარისევლობა დასრულდეს” – კიევი რუსეთის G20-დან გაძევებას მოითხოვს

კიევზე მორიგი თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან, მათ შორის G20-დან ჩამოშორებას მოითხოვს.

 

ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.

 

“ის, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით ბრძანებას გასცემს და აწყობს ტოტალურ მობილიზაციას, რომ ფრონტი გვამებით გადაავსოს, კატეგორიულად არ შეიძლება იჯდეს G20-ის ლიდერებთან ერთ მაგიდასთან “, – წერს პოდოლიაკი.

 

მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერებმა “რუ-ფარისევლობა” უნდა დაასრულონ.

 

კიევზე კამიკაძე დრონებით დღევანდელ თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები