ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ევროპას უკრაინის მხარდაჭერის გეგმა შესთავაზა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.
“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. საკმარისია საუბარი – დროა, ვიმოქმედოთ”, – ხაზგასმით აღნიშნა ნაუსედამ.
უკრაინის მხარდაჭერა მოიცავს:
უკრაინის უსაფრთხოების რეალურს გარანტიებს – ნატოში გაწევრიანება უნდა დარჩეს “მაგიდაზე”;
რუსეთი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებებზე და სანქციები უნდა დარჩეს მანამ, სანამ აგრესია არ შეჩერდება;
იარაღის წარმოების სასწრაფო დაფინანსება და 10 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის;
გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების შემოღება რუსულ/ბელორუსულ იმპორტზე;
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება – 2030 წლისთვის.
ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის ახალი პრეზიდენტი გახდა, ვაშინგტონმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეწყვიტა. ამ ფონზე, ევროპის ქვეყნების დახმარება უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.
Politico-ს ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებენ, რომელიც მოიცავს 6 მილიარდი ევროს ან უფრო მეტ იარაღს.
უკრაინამ ასევე ცოტა ხნის წინ მიიღო სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გერმანიიდან. კერძოდ, გერმანელებმა გადასცეს დიდი რაოდენობით დრონები, რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და არტილერიისთვის.