2 თებერვალს, 22:00 საათზე, პარტია “დროას” წარმომადგენლები უკრაინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებიან. ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი უკრაინაში შეხვედრებს გამართავენ რადას წევრებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და იქ მცხოვრებ ქართველებთან.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. უკრაინელ კოლეგებთან განხილვის საგანი ასევე იქნება დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ადგილი.
„დროას“ დელეგაცია კოორდინაციაში იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ასევე აპირებენ უკრაინაში გამგზავრებას. გაიმართება რამდენიმე ერთობლივი შეხვედრაც.