spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დუდა – აბსოლუტურად არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე

პოლონეთში შესაძლოა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა  ჩამოვარდა, ქვეყანაზე განზრახ თავდასხმის ნიშნები არ არის, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

 

“არაფერი, აბსოლუტურად არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე. რაც მოხდა – ის, რომ რაკეტა ჩვენს ტერიტორიაზე დაეცა, შემთხვევითობა იყო. ეს არ იყო პოლონეთისკენ მიმართული რაკეტა. ამიტომ, ფაქტობრივად, ეს არ იყო თავდასხმა პოლონეთზე“, – განაცხადა დუდამ.

 

მისი თქმით, დიდი ალბათობით, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რუსული წარმოების S-300 რაკეტა, თუმცა ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის რუსებმა გაუშვეს.

 

“დიდი ალბათობაა, რომ ეს იყო რაკეტა, რომელიც გამოიყენებოდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, ანუ გამოიყენებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ”, – აღნიშნა დუდამ.

 

გუშინ პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები