spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დუდა – საერთაშორისო დამკვირვებლების აზრის შესწავლა აუცილებელია

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ საქართველოს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს.

“ქალბატონმა პრეზიდენტმა, მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებმა მოუწოდეს საერთაშორისო გამოძიებისკენ. ასევე მიმაჩნია, რომ ასეთი გამოძიება, ანუ საერთაშორისო დამკვირვებლების აზრის შესწავლა აუცილებელია”, – აღნიშნა დუდამ რადიო Zet-თან.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მას ერთი თვის წინ ეწვია და არჩევნების საკითხი მაშინაც განიხილეს.

“ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე და მან მითხრა, რომ “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს, მაგრამ არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ ისინი ამხელა უპირატესობას მიიღებდნენ, რას მთავრობის დამოუკიდებლად მართვის საშუალებას მისცემდა. ის შედეგი, რომელიც გამოცხადდა, აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რაც მე მაშინ პრეზიდენტმა მითხრა. გუშინაც ვისაუბრეთ, მან მითხრა, რომ არჩევნების შედეგები ბევრ დონეზე დამახინჯდა”, – განაცხადა დუდამ.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ვიზიტს არ გამორიცხავს.

“განვიხილავთ, თუ იქნება საჭირო. მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად ჩემი მოვალეობაა, თუ ასეთი ვითარება იქნება”, – აღნიშნა დუდამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები