კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
“სახალხო მღელვარება საქართველოსა და სომხეთში ურთიერთსაპირისპიროა. საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში – პატრიოტები”, – წერს დუგინი.
სომხეთში რამდენიმე დღეა, საზღვრის ნაწილობრივი დემარკაციის შეჩერების და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.