spot_img
spot_imgspot_img
spot_img

დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე კანონპროექტის მიღებისგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას,  – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დუნია მიატოვიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

 

მისი განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირადი ინფორმაციის დაცვისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. 

 

“დამტკიცების შემთხვევაში, ამ კანონპროექტს შეუძლია მხოლოდ შეასუსტოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელი ფუნქციონირება“, – აცხადებს დუნია მიატოვიჩი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები