spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში.

 

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

 

ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა.

 

ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით“,- აცხადებენ შსს-ში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები