spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ძალადობრივ თავდასხმაში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს შს მინისტრი”

ყველა ოპოზიციური პარტია ერთად ვგმობთ იმ ძალადობას, რაც საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება. ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ –  “კი ევროპას, არა – რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ოპოზიციონერი ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების  მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელისუფლების მიერ. ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მოქალაქეები არა თუ არ ადარდებთ, არამედ ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე.

 

მივმართავთ ყველა პოლიციელს თუ პოლიციელის ფორმაში გადაცმულ ადამიანს, როცა არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე, თქვენ ჩადიხართ დანაშაულს. არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის უკანონო ბრძანებები. 

 

მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერების წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლის მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. 

 

ყველა ოპოზიციური პარტია ერთად ვგმობთ იმ ძალადობას, რაც საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება.

 

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში, ძვირფასო მოქალაქეებო. ჩვენთვის პატივია დაგიძახოთ ძმები და დები, ჩვენი ერთად დგომა დაიცავს ჩვენს სამშობლოს და ეროვნულ ინტერესს. ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ –  “კი ევროპას, არა – რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები