spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღესაც, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი”

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში უკვე მივიდნენ კრისტიან დანიელსონი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, გუშინდელის მსგავსად, დღესაც გულმოდგინედ იმუშავებენ პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრაზე.

"ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ისევე როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ველოდები, რომ მოგვიანებით შეგხვდებით“, – განაცხადა დანიელსონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები