ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება.
"ძალიან შემაშფოტებელია საქართველოს მთავრობის ქმედება. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით", – წერს კონგრესემენი.
სპეცრაზზმი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შტურმით შევიდა. მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რის შემდეგადაც ნიკა მელია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.