spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ძებნა გამოცხადდა პირზე, რომელსაც არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურებისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

 

“სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე  დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დის შვილს.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება დადასტურდა.

 

ვინაიდან ბრალდებული იმყოფება საზღვარგარეთ, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის  გაუპატიურება 2013 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად  ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

 

მსჯავრდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და საერთაშორისო თანამშრომლობის  ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების მიზნით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები