spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ვეტერანი ძიუდოისტები დახვდნენ.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს დელეგაციას სამი მედალი მოუტანეს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს შერეულმა გუნდმაც იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები