ძლიერმა ქარიშხალმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. მოგლეჯილია ხეები, საცხოვრებელ სახლებზე გადახდილია სახურავები, დასეტყვილია ვენახების ნაწილი.
საერთო ჯამში, ძლიერი სტიქიის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში, 100-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე სოფელ კაბალში ერთ-ერთ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აქვს და ლაგოდეხის კლინიკაში იმყოფება.