ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ერთოდა ძლიერი წვიმა, დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორილია ოცდაათამდე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები.
მოგლეჯილია მრავალწლიანი ნარგავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, მოსული ნალექი იმდენად უხვი იყო, რომ სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა და მოსახლეობის საცხოვრებელ ფართობებში შევიდა.
“სკოლა და საბავშვო ბაღი არაა დაზიანებული, მაგრამ ათეულობით სახლის სახურავია დაზიანებული და ასევე დატბორილია სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. სამწუხაროა, რომ წელს სტიქიამ მუნიციპალიტეტი ბევრჯერ აზარალა“, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა.