თბილისის მერიის განცხადებით, ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა.
“გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.