გამთენიისას ძლიერი ქარის გამო მცხეთაში ნაძვის ხე წაიქცა.
დაზიანებულია რკინის კონსტრუქცია და მისი მთავარი ღერძი, ამ დროისთვის ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ნაძვის ხის წაქცევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.